2017-01-18 21:03:20
პრეზიდენტს აქვს იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს ამ ხელშეკრულების დეტალები-კალაძე,,გაზპრომზე"

რამდენადაც შესაძლებელი იქნება ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხელშეკრულების დეტალები გასაჯაროვდეს-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ,,გაზპრომის" საკითხზე გამართულ  ბრიფინგზე გააკეთა.

კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გრიფი საიდუმლოთია დაცული პრეზიდენტს მისი გაცნობის შესაძლებლობა აქვს.

”ბოლო დროს არასწორი განცხადებები ისმის, თითქოს ეს ხელშეკრულება არის გრიფით „საიდუმლო“. გრიფით „საიდუმლო“ სხვა ხარისხის კომერციულ საიდუმლოებასთან მიმართებაში. რაც შეეხება , მას აქვს წვდომა და არ უნდა ეს არაკვალიფიციური და უარგუმენტო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ და ეს სამწუხაროა. თავად საიდუმლოებას რაც შეეხება. თქვენ იცით, რომ ყველა ასეთი ტიპის ხელშეკრულება, ნებისმიერ ქვეყანაში არის კომერციული საიდუმლოება”, - განაცხადა კახა კალაძემ.  კალაძის თქმით, რუსულ კომპანიასთან გაფორმებული წინა ხელისუფლებების დროსაც ყოფილა ხელშეკრულებები და ისინიც გრიფით იყო დაცული.

”ოკუპანტ სახელმწიფოსთან იგივე ხელშეკრულება წლების განმავლობაში იყო კომერციული საიდუმლოება, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფორმდებოდა ეს ხელშეკრულებები. ექსპერტებთან შეხვედრის დროს ძალიან ბევრი დეტალი გაჟღერდა ამ ხელშეკრულების. მე გაძლევთ პირობას, თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება”, - განაცხადა კალაძემ

ამავე თემაზე