2024-04-18 19:58:00
გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი - ზურაბიშვილი

გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TV 5 Monde-სთან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„მე შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, რამაც მოგვცა საშუალება, რომ მიგვეღო გასული წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, და არა მხოლოდ ეს, არამედ კანონების მთელი სერია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპისაკენ მიმავალ გზას. ეს გადაწყვეტილება შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

ამავე თემაზე