2024-04-18 10:39:11
მიშელის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გადაწყვიტეს

ევროკავშირის ლიდერებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ავრცელებს.

როგორც მიშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის გაკეთება, რათა იზოლაციაში მოექცეს ირანი.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, სანქციებში ის კომპანიები მოხვდებიან, რომლებიც დრონების წარმოებაში არიან ჩართულები.

ამავე თემაზე