2020-04-08 13:36:21
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული რვა პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, ოთხის კი დამაკმაყოფიკებელი- ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.

„გუშინ ღამის საათებში შემოიყვანეს ორი პაციენტი - ქალი და კაცი. სამი პაციენტი წევს, რომლებიც კვლევას გადიან და არიან დადგენილი პაციენტების კონტაქტები. დღეს იქნება მათზე სადიაგნოსტიკო კვლევები. რვიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, აქვთ პნევმონია", - აცხადებს თეიმურაზ ნადირაძე.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით რვა პაციენტი მკურნალობს. აქედან სამის დაინფიცირების წყარო ჯერ გამოკვლეული არ არის.  

ამავე თემაზე