2024-04-26 14:07:41
მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას -ნანა ტოხვაძე

 “რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება” - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა

ტოხვაძე მასწავლებლებს მოუწოდებს უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას 

“მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას. არავის მისცენ მათ მიმართ უღირსად მოქცევის უფლება, რომ სასწავლო დღეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ცხვრებივით გამორეკონ სკოლებიდან კონტრაქციაზე.

ახსოვდეთ, რომ ხელფასს, რომლითაც ასე აშინებენ, მათ უხდით სახელმწიფო, ჩვენ, ხალხი და არა რომელიმე მთავრობა ან მმართველი პარტია. 

დიახ, რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება!” - განაცხადა ტოხვაძემ

ამავე თემაზე