2020-03-25 17:14:38
კორონავისურისგან განკურნებულ 10 პაციენტს შორის ე.წ. #4 პაციენტიცაა, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო

განკურნებულ 10 პაციენტს შორის ე.წ. #4 პაციენტიცაა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. 44 წლის მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

"გამოჯანმრთელებული პაციენტი გუშინ გაეწერა. ის კლინიკაში 20 დღის მანძილზე მკურნალობდა", - განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის მე-4 შემთხვევა საქართველოში 5 მარტს დაფიქსირდა. 44 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი სიმპტომები განუვითარდა. მისი მდგომარეობა 2 კვირის განმავლობაში მძიმე იყო. მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.

 

 

წყარო:"ინტერპრესნიუსი"

ამავე თემაზე