2019-05-22 15:08:28
4 ფეხბურთელს პატიმრობა, შვიდს კი 10-10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა, შვიდს კი 10-10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენებს - ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი ბედიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს ​კი 10-10 ათას ლარიანი გირაო.

გირაოს შეტანის ვადად 20 დღე განისაზღვრა. შვიდივე ბრალდებული საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

ამავე თემაზე