2018-10-09 09:59:11
აუდიტის სამსახური ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის თანხების შემოწირულობის საკითხს შეისწავლის

სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმ ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულების საკითხს შეისწავლის, რომლებმაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს მსხვილი თანხები შესწირეს.

იგეგმება ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკების ექიმების გამოკითხვა. პარალელურად აუდიტორები სასამართლოს შემომწირველების საბანკო გადარიცხვებისა და შემოსავლების დაინტერესების თხოვნით მიმართავენ.

სამოქალაქო სექტორმა ექიმების მიერ გადარიცხული 200 ათასი ლარის წარმომავლობის გარკვევა აუდიტორებისგან მას შემდეგ მოითხოვა, რაც ჩაჩავას კლინიკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კინტრაიამ 20 ათასი ლარის გადარიცხვის შემდეგ, „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ არის.

ამავე თემაზე