2024-10-31 16:35:58
შვედეთის პრემიერი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს - ცხადია, ვაშინგტონმა დაავალა - ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრისტერსონი ამას შეერთებული შტატების დავალებით აკეთებს.
„შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს. ცხადია, ამის გაკეთება ვაშინგტონმა დაავალა. რა სამწუხაროა“, - წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ვიქტორ ორბანის კომენტართან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „თავისუფალი და დემოკრატიული“ იყო, განაცხადა, რომ ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების ან შვედეთის სახელით.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები