სალომე ზურაბიშვილი უცხოურ პრესას დღეში რამდენიმე ინტერვიუს აძლევს და ცილს სწამებს ქართველ ხალხს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ თითქოს მათი გაყალბებისთვის გამოყენება ხდება – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოურ პრესას დღეში რამდენიმე ინტერვიუს აძლევს და ცილს სწამებს ქართველ ხალხს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ თითქოს მათი გაყალბებისთვის გამოყენება ხდება. ჩვეულებრივად, ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ უკვე თვალშისაცემია საგარეო დონეზე სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული ქმედება, ერთის მხრივ, ამ ინტერვიუების სახით. ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო და ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა, ხან რას ამბობს და ხან რას“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.