2024-10-31 10:54:06
ნორვეგია უკრაინას 109 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგიის მთავრობა გრანტის სახით უკრაინას 1,3 ნორვეგიულ კრონს, ანუ 109 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის თავდაცვის მინისტრზე ბიორნ არილდ გრამზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნორვეგიის დახმარება F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის საჭირო ნაწილებსა და შეიარაღებაზე დაიხარჯება.

„ამ გრანტით ნორვეგია საკუთარ წვლილს შეიტანს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაუმჯობესების საქმეში“, - აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინულ ქალაქ ოდესაში განხორციელებული ვიზიტის დროს.

ამავე თემაზე