ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ვიღაცებმა სანქციებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის არასერიოზული და უინტერესო საკითხი.
„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკული კუთხით იყოს აქტუალური სანქციები ფინანსური კუთხით, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ის დღესაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. თუმცა, ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას 2 წელიწადნახევარია გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შესაბამისად, ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ! სხვა მიმართულებითაც ასეთი შანტაჟი საერთოდ აქტუალური არ არის. აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ვიღაცებმა სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის არასერიოზული და საინტერესო არ არის“,-განაცხადა კობახიძემ.