2024-10-02 11:08:58
თიბისი კონცეპტის და „მოგზაურის“ ერთობლივი ტური იმერეთში

12-13 ოქტომბერს, თიბისი კონცეპტის და „მოგზაურის“ ერთობლივი ტურის ფარგლებში,  დაესწარით - “მოგზაურობა (კოლხეთის შუაგულში) - იმერეთში - გზა მითიური ოქროს საწმისის სამეფოდან ნიკო ნიკოლაძის ევროპულ მემკვიდრეობამდე”

ტურის მეგზურები ნინო ლორთქიფანიძე და ქეთი ბაქრაძე იქნებიან.

ტურის ფარგლებში აღმოაჩენთ:  ვანს, ქუთაისს, დიდი ჯიხაიშს და მათივე ღირსშესანიშნაობებს. 

ტურის მთავარი აქცენტი ვანის მუზეუმს დაუკავშირდება:

“რა საიდუმლოს ინახავს ვანი?” - ვანი , რომელიც ოქროს სიმრავლით თითქოს “ელდორადოცაა” და თავისი რვასაუკუნოვანი ისტორიით პომპეიც. ევროპამ ვანი სწორედ როგორც “საქართველოს პომპეი”, ისე გაიცნო. 

„რა ქმნიდა ბერძნულ კულტურას, ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს? 

არგონავტების მითის დიდი ნაწილი, სწორედ, კოლხეთში მიმდინარეობს. რატომ იყო ბერძნების ცნობიერებაში ეს რეგიონი ოქროს საწმისის ქვეყანა? 

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სწორედ  ვანის მუზეუმი შეძლებს.“ - ნინო ლორთქიფანიძე, ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმის გამოფენის კურატორი.

სრული პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/mogzauri

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ სპეციალური ფასით - 980 ₾

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ “მოგზაურის” გუნდს:
 599 380 817; 599 908 906

 





 

ამავე თემაზე