ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ისრაელზე დარტყმა ჩაიშალა და ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ირანის რეჟიმს არ ესმის ჩვენი სიმტკიცე, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი სიმტკიცე, რომ სამაგიერო მივუზღოთ ჩვენს მტრებს. გაიგებენ ამას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიოს ნათელი ძალები“ თეირანის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ და ისრაელის გვერდით დადგნენ.
"ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროები აქტიურად უჭერდნენ მხარს ისრაელის დაცვას... არ შეცდეთ, შეერთებული შტატები სრულად, სრულად და სრულად უჭერს მხარს ისრაელს," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა და მომავალ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ბაიდენის გადაწყვეტილებას, დაავალოს აშშ-ის სამხედრო პერსონალს ირანული რაკეტების ჩამოგდება, რომელთა სამიზნე ისრაელია.