2024-08-02 10:19:49
ევროკავშირი შვებას განიცდის რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო - ბორელი 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთს, ბელარუსსა და დასავლურ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბორელის განცხადებით, რუსეთსა და ბელარუსში მყოფი პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის შვება ევროკავშირისთვის. 

„ევროკავშირი შვებას განიცდის რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების, რაც თურქეთის დახმარებით მოხდა. გათავისუფლებული აქტივისტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმების მიერ პოლიტიკური მიზეზებით უსამართლოდ იდევნებოდნენ და დაპატიმრებულნი იყვნენ გაუსაძლის პირობებში. პოლიტპატიმრები და ყველა ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ უსამართლოდ არიან დაკავებულები რუსეთისა და ბელარუსის ციხეებში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

ამავე თემაზე