,,ქართული ოცნების" დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსეთის დაზვერვის სამსახურის შინაარსს იმეორებს და გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს პროპაგანდით პასუხობს.
"არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში. [...] საქართველოს მიმართ ასეთი განცხადები, ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს - მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარია მაგვარი ადამიანით დაკომპლექტდეს ხელისუფლება, მაშინ, როდესაც არჩევნები არის სულ ახლო მომავალში. არის მეორე მხარე ამ მედლის, რომელიც ავლენს გარკვეულ რადიკალურ პოზიციას, რომელსაც უხარია, როდესაც გერმანია ასეთ განცხადებას აკეთებს", - ამბობს ვოლსკი.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას, თავისი საქმიანობის განმავლობაში, "არასდროს უნახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება."