2024-04-02 16:33:04
"ჩვენ ვემზადებით ომისთვის; თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის" - ლუკაშენკო

"არავის არ დაუჯეროთ, რომ ჩვენ გვინდა ომი. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულწრფელად ვლაპარაკობ. თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. ეს ძალიან სწორად არის ნათქვამი" - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება და ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.  

„თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ ქებას დაგვიწყებენ, უბედურებაა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, ბელარუსი არავის ემუქრება.

„ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დავემუქროთ. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ. 

ამავე თემაზე