2024-03-29 15:23:41
სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, სოლოვიოვის გადაცემები აკრძალეს

სომხეთში რუსი პროპაგანდისთვის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა.

სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილის ავეტ პოღოსიანის განცხადებით, აკრძალვის გადაწყვეტილება მედიასფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ორი მუხლის "მუდმივი დარღვევის" გამო იქნა მიღებული.

საუბარია მუხლზე, რომელიც გამორიცხავს შეურაცხმყოფელი შინაარსისა გადაცემების ტრანსლირებასა და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას, ასევე, მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული დღესასწაულების და საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დაცვას.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთში ცენზურა და ზეწოლა ჟურნალისტებზე გაიზარდა. ბევრი მედიასაშუალება იძულებული გახდა თავისი ოფისები საზღვარგარეთ გადაეტანა, ზოგმა კი შეაჩერა მუშაობა ან უარი თქვა ომის გაშუქებაზე. ჟურნალისტები კი მასობრივად გაემგზავრნენ სხვა ქვეყნებში, რათა განაგრძონ ომის გაშუქება და სისხლისსამართლებრივი დევნა თავიდან აიცილონ. 

ამავე თემაზე