2024-02-09 17:15:26
„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ერთი კაცის პარტია - სააკაშვილის განცხადებები უკიდურესად არასერიოზულია - თალაკვაძე 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა წინასწარ იყო კოორდინირებული და ამიტომ შეუერთდა ინიციატივას ძალიან სწრაფად ოპოზიცია.

„ჩვენი აზრით, ეს ინიციატივა იყო წინასწარ კოორდინირებული, დავალებული და მოლაპარაკებული. სწორედ ამიტომ დაეთანხმა ოპოზიცია ძალიან სწრაფად. პრაქტიკულად, დასრულებული არ ჰქონდა საუბარი ქალბატონ სალომეს, რომ დაეთანხმნენ ინიციატივას. რა თქმა უნდა, უკან გადადგმული ნაბიჯია მოწოდება იმისკენ, რომ პარტიები აღარ იყვნენ პარტიები, პარტიებს აღარ ჰქონდეთ იდეოლოგია და ერთ გაურკვეველ ჯგუფში ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდნენ, სადაც ადამიანებს აღარ ექნებათ გარჩევის შესაძლებლობა, ვის აძლევენ ხმას. ეს ევროპული დემოკრატიის და მრავალპარტიული დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე