2023-11-21 10:55:27
ევროკავშირი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ფინეთის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს - მიშელი

ევროკავშირი მხარს უჭერს ფინეთის გადაწყვეტილებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„მადლობელი ვართ ევროპის გარე საზღვრის დასაცავად ფინეთის ეფექტური ძალისხმევისთვის. რუსეთის მცდელობებს, მოწყვლადი მიგრანტები ინსტრუმენტებად გამოიყენოს, პასუხი მოჰყვება“, - წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.

მიშელმა ფინეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერი ორპოს საზღვრის ჩაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ამავე თემაზე