2023-09-19 15:00:03
ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, როგორც ვიცი იუსტიციას დაწყებული აქვს ამ საკითხის შესწავლა - კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, ამჟამად საქართველოს მოქალაქეა. 

"საქართველოს მოქალაქეობას აქვს და შეიძლება სხვაც, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა... [...] დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე... [არის თუ არა რუსეთის მოქალაქე] არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეა... ყველაფერი შეიძლება იქნეს შესწავლილი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ რას, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქის მიმართ. მე როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროსაც აქვს დაწყებული მოქალაქეობის საკითხის შესწავლა..." - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ამავე თემაზე