აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თხრილების რაოდენობის გაზრდა, ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასევე ხდება საბრძოლო პოზიციების გაძლიერება პერსონალით, ჯავშანტექნიკით, საარტილერიო დანადგარებითა და სხვა ცეცხლსასროლი იარაღით, რითაც ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონემდე მიდის.