სვიფიმ საქმიანობა დაიწყო პლატფორმის შექმნით, რომელიც ინდუსტრიაში საუკეთესო დასუფთავების სერვისებს გთავაზობთ. მიზანი ამ პროექტის წამოწყების გახლდათ ის რიგი პრობლემები, რომლებიც თან ახლავს ზოგადად დალაგების პროცესებს. კომპანია შეიქმნა ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით და მიზნით, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ მომხმარებლებს დაზოგონ დრო და გაიმარტივონ ცხოვრება.
რას ვაკეთებთ?
ჩვენ ვართ პროფესიონალური დასუფთავების კომპანია, რომელიც თბილისის მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს საყოფაცხოვრებო და კომერციულ დასუფთავების მომსახურებას. ჩვენი კომპანია სპეციალიზირებულია ოფისის დასუფთავებაში, ისევე როგორც სახლის დასუფთავებაში.
ჩვენი მიდგომა
ჩვენი მიზანი იყო პერსონალისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნა, რაც ხელს შეუწყობდა სწავლას და მუდმივ განვითარებას. ვცდილობთ, ნებისმიერ დროს ხელი შევუწყოთ ჩვენს დამლაგებლებს და მათდამი გაგებით ვიყოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ხარვეზები არსებობს.
ხარისხი
ჩვენ ყურადღებით ვამოწმებთ ჩვენს კადრებს, რათა გავიგოთ, აქვს თუ არა კანდიდატს სწორი პიროვნება და სამუშაო უნარ-ჩვევები. ახალი დამლაგებლები თავდაპირველად ზედამხედველთან ერთად მუშაობენ ან მათი ტესტირება ხდება ჩვენი მენეჯმენტის ერთ-ერთი სახლის დალაგებით.