2017-12-05 09:34:26
ტყეში ნაპოვნი იარაღის სამარხი - ჩატაევი სავარაუდოდ ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოვიდა - გომელაური

ჩვენი ვერსიით ე.წ. მწვანე საზღვრიდან არის გადმოსული, ტერაქტის მოსაწყობად თუ რაზეც იყვნენ, ჯერ ვერ დავასახელებ - ეს განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. გომელაურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია საიდან და როგორ შეიძინეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა იარაღი. ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტყეში იარაღის სამარხი აღმოაჩინა. მისი თქმით, სწორედ ამ სამარხიდან იყო ამოღებული ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ტერიტორიების იარაღიც.
გომელაურის თქმით, მან ჯგუფის წევრებს 3-საათიანი შეხვედრის დროს, სპეცოპერაციისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„იარაღები საიდან აქვთ მოპოვებული ეს დავადგინეთ, საიდანაც შეიძინეს და მიიტანეს ამ სახლში. ტყეშია ნაპოვნი ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან იყო ამოღებული. ახლა ექსპერტებს ველოდებით, რომ დადგინდეს ის მიწა და ის შემადგენლობა, რაც იქ აღმოვაჩინეთ. რომელი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩვენი ვერსიით არის ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოსული.
FBI გვეხმარება ძალიან, ასევე ამ სამალავების აღმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს მათ. რა გამოიკვეთება ბოლოს, საქართველოზე მუშაობდნენ თუ სხვა მიმართულებით მუშაობდნენ, ტერაქტის მოსაწყობად თუ რაზეც იყვნენ, ჯერ ვერ დავასახელებ,“-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები