2015-09-04 12:03:08
ახალი საფეხბურთო საკანდალი - გუბერნატორის წერილი საფეხბურთო კლუბებს

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, დღეს 24 საფეხბურთო კლუბის მოთხოვნა განიხილება. გუნდები ფედერაციის წევრობას და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კლუბებმა წერილი ფედერაციის პრეზიდეტობის კანდიდატის, მამუკვა კვარაცხელიას განცხადების შემდეგ შეიტანეს, გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით ამ იდეის უკან ე.წ სახელისუფლო კანდიდატი ლევან კობიაშვილი დგას. "პირველი რადიოს" მიაწოდეს ელექტრონული წერილი, რომელიც იმერეთის გუბერნატორის გოგი ჭიჭინაძის თანაშემწემ, ელენე კლიმენკომ, გუბერნიის ადგილობრივი თვითმართველობის ურთიერთობებთან სამსახურის უფროსს, დავით გორდელაძეს გადაუგზავა. მან კი თავის მხრივ მისი სამსახურის სპეციალისტს, იმერეთის მხარის რაიონში, რომელმაც, გუბერნიიდან გამოგზავნილი წერილი კი გამგეობებს გადაუგზავა. წერილი გაიგზავნა სამტრედიის, ჭიათურის, თერჯოლის, ხარაგაულის, ხონის, ტყიბულის, წყალტუბოს გამგეობებს. გუბერნატორმა რიონის გამგებლებს აპლიკაციის ფორმა გაუგზავა, ასეთი შინაარსისი წერილით: "საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებმა, უნდა უზრუნველყონ, საქართველოს ფეხბურთის ფედარციის სამდივნოში, აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა ფიზიკურად და სამუშაო დღის განმავლოში, სასწრაფოდ მიაწოდეთ გამგებლებს" აღსანიშნავია, რომ გამგზავნის მეილი imereti.gov.ge-ია
"პირველი რადიოს" ინფორმაციით ამ ტიპის აპლიკაცია შეავსეს სხვა კლუბებმაც, რომლებიც იმერეთის კლუბების მსგავასად ფედერაციის წევრობას და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვენ.
"პირველი რადიო" სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნიაში კომენტარის მოპოვებას ცდილობს
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები