2015-08-31 18:10:51
"შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს"

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქართულ მედიასივრცეში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია დღეს სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ მჟავანაძემ გააცნო ჟურნალისტებს:

"პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული საზოგადოება სახელმწიფოს დემოკრატიულობიოს ნაწილია. ქართული საზოგადოება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით. სწორედ ამ საზოგადოების მონაპოვარია თავისუფალი მედია, რომლის მიმართაც ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის  გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს. მით უფრო ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრეზიდენტი როგორც ქვეყანაში დემოკრატიისა დაკონსტიტუციის გარანტი, ყურადღეებით ადევნებს თვალყურს მედიაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციურ თავოსუფლებას“ აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ამავე თემაზე