2025-01-17 14:27:37
შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან კონტაქტს წყვეტს - გეტბერგი

შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს ასამბლეის წევრის, გუსტავ გეტბერგის განცხადებით, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტთან კონტაქტი შეწყვიტოს.

ამის შესახებ ინფორმაცია გეტბერგმა X-ზე დაწერა.

"შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ", - წერს გეტბერგი.

ამავე თემაზე