2024-12-13 15:54:26
აშშ-მა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული დახმარება უკრაინას დაუყოვნებლივ ესაჭიროება და აუცილებელია შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესაძენად, რათა კიევმა შეძლოს რუსული თავდასხმებისგან თავდაცვა.

როგორც იუწყებიან, ახალ პაკეტში შედის „ჰაიმარსებისთვის“ განკუთვნილი საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, უპილოტო საფრენი აპარატები და მტრის დრონების მოსაგერიებლად საჭირო საშუალებები და სხვა სამხედრო ტექნიკა.

ამ დახმარებას უკრაინას პენტაგონის რეზერვებიდან გადასცემენ.

ამავე თემაზე