2024-12-13 11:24:45
"დროა, ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესოს ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს" - ჯინ შაჰინი
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართავს და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სასწრაფო სანქციებს ითხოვს. როგორც ჯინ შაჰინი X-ზე წერს, "ქართული ოცნება" პუტინისეული ავტორიტარიზმის გზას მიყვება და "ოცნების" მთავრობას არ გადაუხდია არანაირი ფასი იმ ძალადობისთვის, რომელსაც ის ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეებს უპირისპირებს.
"იმედგაცრუებული ვარ. "ქართული ოცნების" მთავრობას არ გადაუხდია არანაირი ფასი თავისი ქმედებისთვის, როგორც ის ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და მისდევს პუტინის ავტორიტარულ სცენარს. დროა, ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესოს ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს"- წერს ჯინ შაჰინი.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები