2024-12-12 19:41:00
დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა განაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებს - მიჰკელსონი
![](uploads/2024-12-12/889999999999.jpg)
დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა, ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა გამოაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დაგეგმილ გადაწყვეტილებას აირჩიოს ახალი პრეზიდენტი შაბათს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კონსტიტუციური კრიზისის მოსაგვარებლად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, პირველ რიგში აუცილებელია ახალი თავისუფალი და სამართლიანი საყოველთაო არჩევნების ორგანიზება“, - წერს მიხელსონი.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები