2024-11-29 18:27:44
ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს - PSDA

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქმედი თანამშრომლები ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. ერთობლივ განცხადებას სააგენტოს 100-ზე მეტი თანამშრომელი აწერს.

"სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, ვაცხადებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის განვითარებას, თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის სისტემის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საფუძველია (მაგალითად: სააგენტოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ვიზალიბერალიზაციის, სერვისების მიწოდების ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაციის, კვალიფიციური, სანდო მომსახურების დანერგვასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებში).

ევროპული სტანდარტების დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უდიდეს ენერგიასა და რესურსს ვხარჯავთ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული მოვალეობა, არამედ პასუხისმგებლობა თანამოქალაქეებისა და სამშობლოს მომავლის წინაშე. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ და ვთვლით, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი და აუცილებელია მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს.

ვაგრძელებთ მუშაობას იმ პასუხისმგებლობით, რაც აკისრია სააგენტოს და თითოეულ ჩვენგანს, რათა მოქალაქეები კიდევ უფრო სწრაფად და ინტენსიურად გრძნობდნენ იმ ცვლილებებს, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ საქმიანობა შეუფერხებლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და დავიცვათ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ფასეულობები.

ვრჩებით ერთგულნი ქვეყნის, მისი კონსტიტუციის, კანონის, საერთასორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების, ხალხისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და განმტკიცებული დათქმაა", - წერია განცხადებაში.

[განცხადება არის ღია და მას შეუძლია შემოუერთდეს სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი]

განცხადებას ხელს აწერენ:

ნიკა ბარამია

მიხეილ ბოჭორიშვილი

ნინო დანელია

მარიამი ვარდანიძე

ცისი სვინტრაძე

სალომე მიქელაძე

ირაკლი დოლიძე

თამარ ჭიღლაძე

მარიამ სესიაშვილი

ხატია ბენიძე

ქეთევან სოფრომაძე

ანი ბელქანია

ნათია მერაბიშვილი

ნინო ბურდული

თორნიკე გოგილაშვილი

ქრისტინე ჯიქიძე

თამარ კიკნაძე

პაპუნა ჯაფიაშვილი

დავით ტვილდიანი

ირაკლი არდაშელია

იოსებ თუმანიშვილი

თემურ ჯაფარიძე

ნინო ლომიძე

ნინო ბექაური

ადა ტაბატაძე

ლია მხეიძე

თათია კეპულაძე

ანი ზანგური

ნინო ცხადაძე

ლიანა მიშველია

თეონა რუსიტაშვილი

ნინო კოტორაშვილი

სალომე მანაგაძე

ნინო კურტანიძე

თინათინ ბაიაშვილი

თამარ მირცხულავა

თამრიკო ფარცვანია

თამარ გოგოლაძე

რამაზ ხაბაზი

თამუნა როყვა

გვანცა ხიდაშელი

ქეთევან ასკილაშვილი

ნათია გაგნიძე

ია ბოკუჩავა

სოფო ხვედელიძე

ლანა ქარქაშაძე

თამილა გურაშვილი

ქეთევან გიორგაძე

სალომე ბაკურაძე

მარიამ გორგოძე

ვლადიმერ გვერდწითელი

გიორგი კუშჩუკი

ია კოჭლამაზაშვილი

ნინო ჯოჯიშვილი

თეონა ბარბაქაძე

ნინო ესართია

სოფიო მგელაძე

თამთა დურმიშიძე

კორნელი პაპავა

თაკო შუღლიაშვილი

ნიკა გვარამაძე

ნინო არაბიძე

დარეჯან ჯაყელი-ფირცხალავა

ნათია გირგვლიანი

თათია ომარაშვილი

ელისო შუბითიძე

თათია დიხამინჯია

ლანა აბულაძე

ნანა გამსახურდია

ნინო პაპიაშვილი

მაკა გიორგაძე

მაგდა მანიჟაშვილი

მაგდა ჩალათაშვილი

შორენა ტურიაშვილი

ქეთევან კეთილაძე

გვანცა მეტრეველი

ირინა ჩილაშვილი

ეკატერინე ჩუბინიძე

რუსუდან ბერუაშვილი

სოფო აბესაძე

ლელა სირაძე

თეონა კილაძე

ვალერი აღაპიშვილი

ნინო ურთაშვილი

ნინო ფერიშვილი

რიმა შელია

ნანა ცაავა

მაია დავითაშვილი

ნინო მესხიძე

თამაზ ვეკუა

დავით კაკიაშვილი

მარინე წულიკიძე

თინათინ გაბრიჭიძე

მანანა ქეთელაური

ეკა ჩველაშვილი

მარი ჩხარტიშვილი

თამარ ცხოვრებაძე

ნათია ხითარიშვილი

ია მინაშვილი

სოფიკო ტაბატაძე

სალომე კაპანაძე

ნათია ჭილაშვილი

ამავე თემაზე