2024-11-29 16:32:13
ქართველები არიან ევროპელები - საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერავინ წაართმევს მათ - სანდუ

საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერავინ წაართმევს მათ - წერს სოციალურ ქსელში მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ.

"ქართველები არიან ევროპელები. საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერავინ წაართმევს მათ.
მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში." - წერს სანდუ.

ამავე თემაზე