2024-11-29 15:19:01
მოქალაქეები მშვიდობიანად გამოვიდნენ ქუჩებში, მათ შორის პრეზიდენტი - გმირები ხართ - გრეგოროვა

მოქალაქეები მშვიდობიანად გამოვიდნენ ქუჩებში, მათ შორის პრეზიდენტი - გმირები ხართ - წერს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა X-ზე და სალომე ზურაბიშვილის სპეცრაზმთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

"ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, მას შემდეგ რაც გასულ კვირას, ჩვენ ევროპარლამენტში ხმა მივეცით არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას. მოქალაქეები მშვიდობიანად გამოვიდნენ ქუჩებში, მათ შორის პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი], რომელიც გმობდა ძალადობას და ესაუბრებოდა პოლიციას. ის მოუწოდებდა [პოლიციას] იყონ არა რუსეთის, არამედ საქართველოს ერთგულნი. თქვენ გმირები ხართ" - წერს ევროპარლამენტარი.

ამავე თემაზე