2024-11-29 14:44:07
"საია ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად" - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება
არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
"საქართველოში მოქალაქეების 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ნება – ეს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევანია!
არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას.
საია , როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად." - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები