2024-11-29 10:15:02
ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპული დედაქალაქებისგან - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული დედაქალაქებისგან ძლიერ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დილის 6:30 საათზე X-ზე დაწერა და სპეცრაზმის მიერ პროევროპული საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლას გამოეხმაურა.

"დილის 6:30 თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და რეპრესიები. სამიზნეები არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპული დედაქალაქებისგან."- აცხადებ სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითგამოცხადებულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა.

დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევა დაიწყეს. 

ამავე თემაზე