საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს ამზადებს პარლამენტისთვის, შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ანგარიშს წარვუდგენთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს ათ დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. არც საქართველოა რეგლამენტი, არც სხვა ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი არ არის კონსტიტუციაზე უმაღლესი იერარქიული მნიშვნელობის დოკუმენტი. ნებისმიერი სხვა არის განხილვის საკითხი. სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.