2024-11-12 16:34:59
ჩინეთში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 35 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი

მინიმუმ 35 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში ავტომობილი სტადიონთან სავარჯიშოდ შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეჯახა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, 62 წლის მამაკაცი გაქცევის მცდელობისას დააკავეს და ის ამჟამად, თვითდაზიანებების გამო, კომაში იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.  

ამავე თემაზე