2024-11-07 15:35:02
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საია-სა და სხვა ორგანიზაციების საჩივრები – გაუქმდა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაც
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც ეხებოდა 150-მდე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას. საქმე ეხება უბნებს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.
საია, სადამკვირვებლო მისია „ჩემს ხმასთან“ ერთად, ითხოვდა, გაბათილებულიყო ყველა ის უბანი, რომლებზეც ელექტრონულად ხდებოდა ხმის მიცემა. ამის მთავარ მიზეზად კი კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას ასახელებდა. ერთ-ერთ საფუძვლად სახელდებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკო-ს შუამდგომლობა და ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები