2024-11-07 12:48:02
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის საპროტესტო ბანერის გამო 3000 ლარით დაჯარიმდა
ორგანიზაცია სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის თავიანთი ოფისის აივანზე ჩამოკიდებული ბანერის გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ 3 000 ლარით დააჯარიმა. ეს ორგანიზაცია სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმის წევრია. ინფორმაციას სწორედ კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
ბანერი ქალაქ ოზურგეთში არსებული ოფისის აივანზეა გადმოფენილი. აღსანიშნავია, რომ ინსპექციამ კოალიციის წევრები 2 დღის წინ, 5 ნოემბერს პირველად - 1 500 ლარით დააჯარიმა. მიზეზად მაშინ "უკანონო რეკლამის განთავსება" დასახელდა. ორგანიზაციის მიერ გადმოფენილ ბანერზე წერია: "რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა!".
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები