2024-11-07 11:29:14
ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! - ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება - ჯაფარიძე

არჩევნების გაყალბების საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.  

"რასაც ესენი აკეთებენ, არის ის რომ მე მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ და მაგაში გაჰყავთ დრო და ფიქრობენ, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ. რა მოხდა არჩევნებზე და როგორ მოიპარეს არჩევნები, ამით სავსეა ინტერნეტი. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს, ამის გამოძიება პრობლემა არაა და არც მტკიცებულებების მოკვლევაა პრობლემა. მათ შორის ანგარიშები დაიწერა არაერთი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე." - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე