2024-11-05 14:25:23
სააპელაციოში საიას საარჩევნო დავები გაერთიანდა და სხდომა ხვალისთვის გადაიდო

საარჩევნო დავების განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხვალისთვის გადაიდო. "საიას" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, სარჩელები გაერთიანდა და სხდომა ხვალ, 14 საათზე გაიმართება. ხოლო ქუთაისის სააპელაციოში, ასევე ერთ საქმედ გაერთიანებული საჩივრების განხილვა დღეს, 16 საათზე დაიწყება:  

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე. 
ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას"- წერს ქურდოვანიძე.

შეგახსენებთ, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციოში დღეს საიას საჩივრების განხილვა უნდა გამართულიყო. ჩანიშნული იყო სულ 4 სასამართლო სხდომა. 

ამავე თემაზე