2024-11-01 13:59:24
აფგან სადიგოვს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დღეს მის მიმართ პატიმრობის გაგრძელების საკითხზე იმსჯელეს. სადიგოვი და მისი ადვოკატები ითხოვდნენ საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებას და მის ნაცვლად, სანდო და ცნობილი ქართველი ჟურნალისტებისა და მედია რედაქტორების თავდებობის, ან გირაოს გამოყენებას, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა. პოლიციამ ის 3 აგვისტოს დააკავა და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
აფგან სადიგოვმა 21 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში, შიმშილობა დაიწყო.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები