2024-10-31 20:06:45
წარმოდგენილი საჩივრის რაოდენობა 2024 წელს 1170, ხოლო 2020 წელს 2054 იყო - ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განცხადებით, საჩივრების მიღების ვადა ამოიწურა. მათივე განცხადების თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილი საჩივრის რაოდენობა 2024 წელს 1170, ხოლო 2020 წელს 2054 იყო.

"2020 წელს წარმოდგენილი იყო სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს - 1840 საჩივარი, ხოლო 2024 წელს - 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებისა და იმ დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს" - განაცხადეს ცესკო-ში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს 629 საჩივარი, 2021 წელს 599, ხოლო მიმდინარე წლის არჩევნების 570 საჩივარი წარადგინეს. გარდა ამისა, ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტებმა 2020 წელს 1425 საჩივარი, 2021 წელს - 1235, ხოლო მიმდინარე წელს - 600 საჩივარი წარადგინეს.

"თუ კი შევაჯამებთ 26, 27, 28 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილ საჩივრებს, ჯამში წარმოდგენილი 652 საჩივარი და აქედან მხოლოდ 7 საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული. სამი დღის განმავლობაში ამგვარ შინაარსს შეეხებოდა.

ცესკო-ს ცნობით, 3111 შემაჯამებელ ოქმში განსხვავებული აზრი მხოლოდ 9 შემთხვევაში ფიქსირდება.

"სამწუხაროდ, ნარჩუნდება ტენდენცია, რომ წარმოდგენილია საჩივრები, რომლებიც ე.წ შაბლონურ საჩივრებს განეკუთვნება.

კერძოდ, იცვლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალი, მხოლოდ მათი ნუმერაცია, ხოლო მთლიანობაში საჩივარი თავისი შინაარსით არ იცვლება, რაც მიუთითებს იმას, რომ საჩივრები წარმოდგენილი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ საჩივრების რაოდენობა გაზრდილიყო და არა იმისთვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული პრობლემა ასახულიყო" - ნათქვამია განცხადებაში.

საჩივრები ცესკოს ოფიციალურ გვერდზე, საჯარო საჩივრების რეესტრში გამოქვეყნდება.

საჩივრების განხილვა არაუგვიანეს 3 ნოემბერს დასრულდება.

ამავე თემაზე