ოპოზიციური პარტიები სამომავლო გეგმის შესახებ განცხადებას დღეს 20:00 საათზე გააკეთებენ. ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობის დარღვევით და ასევე, სხვა მექანიზმებით არჩევნები ჩატარდა ტოტალური კონტროლის ქვეშ. ეს არ არის არჩევნები, ეს არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომაა, რომ ბევრს ბლუყუნებს „ქართული ოცნება“, მაგრამ პასუხი არ აქვს ამ კონკრეტულ საკითხზე. მათ იძალადეს ამომრჩეველზე ფარულობით დარღვევით.
ახლა მეორე საკითხი - ჩვენ ვიკრიბებით 20:00 საათზე და საბოლოო განცხადებებს ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე 20:00 საათზე გავაკეთებთ. არჩევნების გაყალბების მტკიცებულება შენს ხელში იყო, როცა ბიულეტენი გააფერადე და უკნიდან ეს ჩანდა და თუ თვალს გაახელთ, ამას დაინახავთ. ამას ჰქონდა ტოტალური ხასიათი, რომელმაც ტოტალური კონტროლის მექანიზმი შექმნა“, - განაცხადა ვაშაძემ.