2024-10-30 19:30:57
უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს – პრეზიდენტი პროკურატურაში დაბარებაზე

არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემი მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა", - თქვა პრეზიდენტმა. 

ამავე თემაზე