2024-10-30 19:08:54
თუ საქართველოს ხელისუფლებისგან იქნება მზადყოფნა, რომ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ ვთავაზობთ მას კონკრეტულ საგზაო რუკას - ბორელი

თუ საქართველოს ხელისუფლებისგან იქნება მზადყოფნა, რომ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ ვთავაზობთ მას კონკრეტულ საგზაო რუკას -  თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას. 

"თუ საქართველოს ხელისუფლებისგან იქნება მზადყოფნა, რომ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ ვთავაზობთ მას კონკრეტულ საგზაო რუკას: გაუქმებულ იქნას კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. ასევე გაუქმდეს ე.წ. კანონი ოჯახური ფასეულობების შესახებ, რადგან დისკრიმინაცია არ არის ჩვენი ფასეულობა. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას და მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბორელმა. 

ამავე თემაზე