2024-10-29 18:51:25
"მოვუწოდებთ სახდეპს, გამოიძიოს [საქართველოს] არჩევნებში თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები" - შაჰინი

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, გამოიძიოს ცნობები, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 

,,ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, მოვუწოდებთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დადგინდეს, იქონია თუ არა რაიმე სერიოზულად გავლენა არჩევნების შედეგზე. პასუხისმგებელი პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში", - განაცხადა შაჰინმა.

ამავე თემაზე