2024-10-02 19:24:47
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განზოგადება ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მკაცრად დაგმო ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალადობის ჯაჭვი საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ის ასევე იწვევს რეგიონში კონფლიქტის განზოგადებას და ეს ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამავე თემაზე