უკრაინის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა დონეცკის ოლქის ქალაქი უგლედარი დატოვეს.
„ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მრავალრიცხოვანი დანაკარგის მიუხედავად, მოწინააღმდეგემ არ შეწყვიტა უგლედარის დაკავების მცდელობები. ნებისმიერ ფასად ქალაქზე კონტროლის დამყარების მცდელობისას, მოწინააღმდეგემ მიმართა რეზერვები ფლანგზე დარტყმების განსახორციელებლად, რამაც გამოფიტა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების თავდაცვა. მოწინააღმდეგის ქმედებების შედეგად ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე გაჩნდა. უმაღლესმა სარდლობამ გასცა ნებართვა უგლედარიდან დანაყოფების გასაყვანად მანევრის ჩასატარებლად, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის შენარჩუნების, ასევე მომდევნო მოქმედებების წარმოებისთვის პოზიციების დაკავების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.