2024-10-01 13:33:57
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სამი მოადგილე და ერთი სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მისი სამი მოადგილე და ერთი სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
ინფორმაციის თანახმად, უმეროვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სტანისლავ გაიდერა, ალექსანდრე სერჰი და იური ჯიგირა. თანამდებობას დაემშვიდობა აგრეთვე ლუდმილა დარაგანი, რომელიც უწყებაში სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.
გაიდერა თავდაცვის მინისტრის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. დანარჩენი გათავისუფლებული ჩინოვნიკების ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები